ბიაიჯი ფერმერებისთვის

პროექტის შესახებ

სასოფლო - სამეურნეო ბიზნესის დაფინანსება ბიაიჯის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ვინაიდან ჩვენი კლიენტების ბიზნესის განვითარებისთვის ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტეა, ამიტომ შევიმუშავეთ პროექტი „ბიაიჯი ფერმერებისთვის“ . ეს პროექტი მოიცავს  სხვადასხვა აქტივობებს. როგორიცაა:
 

ტრენინგები ფერმერებისთვის

ფერმერებისთვის  სპეციალური ტრენინგების შეთავაზება აგრო-ბიზნესის ექსპერტის დახმარებით; ბიაიჯი მსგავსს ტრენინგებს ახორციელებს 2011 წლიდან. 2016 წელს 4 ტრენინგი განხორციელდა 4 რეგიონში : თელავში, გორში, სენაკსა და ახალციხეში;
 

აგრონომის რჩევები

გაეცანით ბიაიჯის მიერ მოწვეული აგრო - ბიზნესის ექსპერტის - ილია მჭედლიძის რჩევებს.
 

გადმოტვირთეთ ბროშურა (PDF)






ილია მჭედლიძეს გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აგრო - ბიზნესის სექტორში. წლების მანძილზე მუშაობდა აგრო - ბიზნესის ექსპერტად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანზაციაში, მათ შორის
USAID, UNDP, ACDA/VOCA - ას  პროექტებში . ასევე - ხელმძღვანელობდა კლიმატისა და ნიადაგის ანალიზის პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2011 წლიდან თანამშრომლობს ბიაიჯისთან  და ბიაჯის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე კონსულტაციებს უწევს ფერმერებს თავის მეურნეობებში დანერგონ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანის თანამედრეოვე მეთოდები როგორც ღია გრუნტის,ასევე სათბურის შემთხვევაში.  ილია ფერმერებს ეხმარება პრაქტიკული რჩევებით და სთავაზობს მათ ახლებურად შეხედონ საკუთარ მეურნეობას და გაუძღვნენ მას, როგორც ბიზნესს. 



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა