კლიენტების დაცვა

ბიაიჯისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა კლიენტების უფლებების დაცვაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის : მიმდინარეობს მუშაობა კლიენტის დაცვის Smart Campaign-ის 7 პრინციპიკომპანიაში დანერგვასა და ამავდროულად - კლიენტების ცნობიერების ამაღლებაზე სექტორში არსებული კლიენტის დაცვის მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბი აი ჯი" მზად არის განიხილოს თქვენი პრეტენზია და თქვენთან ერთად ეძებოს პრობლემის გადაჭრის გზები. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით : complaints@big.com.ge ან ასოციაციის ცხელ ხაზზე ტელ.: 032 2 950 950
 

საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორში მოქმედი კომპანიების მომსახურების სტანდარტების ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ზრუნავს მიკროსაფინანსო ასოციაციარომელიც აერთიანებს წამყვან მიკროსაფინანსო ორგანზაციებს. 2013 წლიდან ასოციაციაში მოქმედებს ეთიკის კოდექსირომელიც ასახავს მიკროსაფინანსო სექტორის მონაწილეთა ქცევის სტანდარტებს, სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფ მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ეთიკის კოდექსის მეშვეობით დეკლარირებული პრინციპებისა და ფასეულობების ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ასოციაციის გამგეობამ დააფუძნა ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტი.  სწორედ ამ კომიტეტს შეგიძლიათ მიმართოთ, თუ თვლით რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლება დაირღვა ასოციაციის წევრ ორგანიზაციასთან ურთიერთობის დროს. 

 

ასოციაციაში საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით : consumer@microfinance.ge ან ასოციაციის ცხელ ხაზზე ტელ.: 032 2 95 12 11 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) სამუშაო დღეებში. მომხმარებელთა საჩივრების განხილვის მექანიმზი განსაზღვრულია ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების ეთიკის დებულებით და განთავსებულია ასოციაციის საიტზე.



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა