ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

15 მარტს გაიხსნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული საქართველოში, რომლის წლევანდელი მთავარი მესიჯია "ჩემი ხმა საზოგადოებაში".


„ჩვენი ბავშვებისა“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში“ (CSR) გაეთიანებულ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან, სადაც წარმოდგენილი იყო "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი", როგორც CSR კლუბის ერთ - ერთი აქტიური წევრი.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი უერთდება მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში, რომელსაც კავშირი "ჩვენი ბავშვები" და "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" წელს მეექვსედ აღნიშნავს.


2017 წლის მესიჯიდან გამომდინარე, კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. კვირეულის ძირითადი მიზანი კი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრების ხელშეწყობაა.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი უერთდება მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში.


ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
 

#ჩვენარვითვლითქრომოსომებს



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა