ტრენინგი ბი აი ჯი - ს მომხმარებლებისთვის ფინანსურ განათლებაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) - ს ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით 19 მაისს, ბი.აი.ჯი - ს მომხმარებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის“.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებულ საფინანსო სისტემას და საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციას. ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა თავდებობის, ჭარბვალიანობის თავიდან აცილების და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესახებ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი - ს მომხმარებლების მხრიდან აქტიურად მოხდა ტრენინგის მიმდინარეობისას განხილულ თემებში ჩართულობა, დაინტერესება და განხილვა.

გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) წარმომადგენლებმა მეწარმეებს მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები საფინანსო პროდუქტებით სარგებლობისთვის და შეხვედრა დაასრულეს მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა,  რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2008 წლიდან. ბი აი ჯი ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს ახორციელებს მიკროსაფინანსო სექტორში არსებული საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ფინანსურ სექტორში.  პროექტის „პასუხისმგებლიანი დაფინანსება კავკასიაში“ ფარგლებში „შპარკასე საქართველო“ ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფინანსური სექტორის მიერ ფინანსური სერვისების  მეტი პასუხისმგებლობით და გამჭვირვალობით მიწოდებასა და მოსახლეობის მხრიდან ამ სერვისების კვალიფიციურ გამოყენებაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) ზრუნავს მომხმარებლების ფინანსურ განათლებაზე და მუდმივად განახლებული ინფორმაციების მიწოდებაზე.



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა