საქართველოში პირველად, დაზღვეული ინვესტიცია!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) სრულიად ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ 1 წლამდე ვადით 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე დაზღვეული ინვესტიცია საუკეთესო პირობებით.

„გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სანდო და საჭირო პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე მომხმარებლის ნდობა დაბალია ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით, სწორედ ამიტომ სადაზღვევო კომპანია ალდაგთან თანამშრომლობით ინვესტირების განხორციელება გავხადეთ ნაკლებად სარისკო. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე ორგანიზაციებს აქვთ საჭიროება მოიზიდონ რესურსი ლარში, რაც საკმაოდ შეზღუდულია. შესაბამისად, დაზღვეული ინვესტიციით ერთის მხრივ მომხმარებელს, ფიზიკურ პირს,  შევთავაზეთ უნიკალური პროდუქტი, ხოლო მეორეს მხრივ ვიყენებთ სახსრების მოსაზიდად. “ - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი - ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ.

მომხმარებელს ინვესტიციის განსახორციელებლად ესაჭიროება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასაკი მინიმუმ 18 წელი, დანაზოგი და სურვილი, რომ განახორციელოს ინვესტიცია.

ბი აი ჯი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე. ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს ახორციელებს მიკროსაფინანსო სექტორში არსებული საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

ბი აი ჯი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2008 წლიდან და ამჟამად აერთიანებს 260-მდე თანამშრომელს, რომლებიც დასაქმებული არიან  სათავო ოფისსა და 10 სერვის-ცენტრში.

იმოქმედეთ გონივრულად და განახორციელეთ დაზღვეული ინვესტიცია.



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა