ბესიკ წოწორია

ბესიკ წოწორია უკვე 2 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯისთან. 2015 წელს, მან თავისი მეგობრისგან შეიტყო, რომ ბიაიჯისთან შესაძლებელი იყო გრძელვადიანი თანამშრომლობა. ბატონი ბესიკი სურსათის რეალიზაციას ეწევა თბილისში, სადგურის მოედანზე. 

პირველი სესხი მან  ბაზარში დახლის გასაფართოებლად აიღო. გაუმჯობესებულმა სამუშაო ადგილმა დამატებითი შესაძლებლობები მოუტანა, რის შედეგადაც გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მიემართა ბიაიჯისთვის ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მეორე სესხით უკვე დამატებითი საბრუნავი საშუალებები შეიძინა და ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული გახადა. ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით შვილის სწავლაც დააფინანსა. „ბიაიჯის დახმარებით შევძელი ბიზნესის გაფართოვება. დიდი გეგმები მაქვს და კიდევ ვაპირებ ბიაიჯისთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ბიაჯისთან ერთად თავს უფრო ფინანსურად დაცულად ვგრძნობ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ,რომ ყოველთვის მხარში დამიდგება ბიზნესის გასაფართოვებლად“ , - ამბობს ბატონი ბესიკი. 



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა