ქეთევან ბებურიშვილი

ქეთევან ბებურიშვილი მეფუტკრეობით 5 წელია დაკავებულია. ეს პროფესია მან მამისგან ისწავლა. იგი თავის მეურნეობას დამოუკიდებლად უძღვება და მისი თაფლი განთქმულია თელავსა და ახლო-მახლო სოფლებში.
 

 ბიაიჯის დასახმარებლად მას შემდეგ მიმართა რაც, 2015  წელს ფუტკრები დაეხოცა და 10 სკიდან მხოლოდ 4 სკა დარჩა. მან ბიაიჯიდან აღებული სესხით დამატებით 8 სკა იყიდა და გააგრძელა საყვარელი საქმე. „სურვილი მაქვს ჩემი საქმე კიდევ უფრო გავაფართოვო, ყურადღება მივაქციო არა მარტო თაფლის ხარისხს, არამედ - პროდუქტის შეფუთვასაც, ამიტომ ბიაიჯის მხრიდან წამოსული ინიციატივა დამეხმარონ თაფლის ეტიკეტირების საკითხში, სიამოვნებით მივიღე.  “, - ამბობს ქალბატონი ქეთევანი. 



ევროპის მიკროსაფინანსო დღე



სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა