აგრო სესხი

  1. რატომ აგრო სესხი?
  2. ბიაიჯი გასცემს აგრო სესხებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური მხარდაჭერის გაწევას მცირე და საშუალო აგრო მეურნეობებისთვის.


  3. რა მიზნით შეიძლება ავიღო აგრო სესხი?
  4. სესხის თანხის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დანახარჯების დასაფინანსებლად, მათ შორის:


    • სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა
    • სათესლე მასალების შეძენა
    • აგრობიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა
    • საწარმო შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობა

  5. რა საბუთები მჭირდება აგრო სესხის ასაღებად?
  6. სესხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.


  7. რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე აგრო სესხის ასაღებად?
  8. • ასაკი 20-70 წლამდე (სესხის ვადის დასრულებისას მაქსიმუმ 70 წლის)
    • საქართველოს მოქალაქე

  9. უზრუნველყოფა
  10. უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით არ მოითხოვება 20 000 ლარამდე სესხის ჩათვლით, ამ შემთხვევაში სესხი გაიცემა მხოლოდ თავდებობით


    სესხის თანხა 300 - 50 000 ლარამდე
    სესხის ვადა 4 - 84 თვემდე
    საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე
    წლიური საპროცენტო განაკვეთი 22%-დან
    წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 24.83%-დან

  11. რა არის სესხზე მიბმული სიცოცხლის დაზღვევა?
  12. ეს არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მსესხებლის დავალიანების დაფარვა სადაზღვევო კომპანიის მიერ, ბი აი ჯის სესხების დაზღვევის პირობების თანახმად.











სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება