ბიაიჯი თანამშრომლებისთვის

ბიაიჯისთვის თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ამიტომ იგი ზრუნავს თანამშრომლების მუდმივ პროფესიულ და კულტურულ განვითარებაზე და ამ მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც გულისხმობს როგორც ტრენინგების,ასევე სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებასა და დაფინანსებას.
 

ტრენინგები:

  • საორიენტაციო ტრენინგები ახალი თანამშრომლებისთვის;
  • პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ტრენინგები და ატესტაცია;
  • ტრენინგები საკრედიტო ექსპერტებისთვის „პასუხისმგებლიანი გაყიდვები“;
  • ტრენინგები რისკების სამსახურის თანამშრომლებისთვის  PUM Netherlands Senior Experts-ის ორგანიზებით;
  • ბიზნეს ინგლისურის შემსწავლელი კურსი საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის და სხვ.
  • ტრენინგი კლიენტების ჭარბვალიანობის აცილების მიმართულებით

 

შედეგებზე დამყარებული წამახალისებელი აქტივობები:

  • სამოყვარულო კულინარიული კურსი კულინარიის აკადემიაში;
  • გამორჩეული თანამშროლებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობების დაფინანსება;

 

ჯანსაღი ცხოვრები სტილის დამკვიდრება:

  • 2014 წლიდან ბიაიჯი თანამშრომლებისთვის ქირაობს ფეხბურთის სტადიონს, სადაც ყოველ პარასკევს თანამშრომლები თამაშობენ ფეხბურთს. ასევე ხდება სხვა ორგანიზაციებთან ამხანაგური შეხვედრები. 2016 წლის ნოემბერში მოეწყო ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიური გახდება. 









სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა