ბიაიჯი საზოგადოებისთვის

ბიაიჯი ზრუნავს საზოგადოების განვითარებაზე და ამ მიზნით ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტების ძირითადი ბენეფიციარები არიან : სოციალურად დაუცველნი და  სხვაგადსხვა რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა.
 

2015 წლის იანვარში ბიაიჯისა და  „ზაბულონის და სოსანას სახელობის საქველმოქმედო სახლს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვიურად გაიღებს თანხას აღნიშნული საქველმოქმედო სახლისთვის. ზაბულონისა და სოსანას  სახელობის საქველმოქმედო სახლი სოციალურად დაუცველთათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მამა ალექსანდრე გალდავას ინიციატივით 2003 წელს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიასთან დაარსდა. აქ ფუნქციონირებს სასადილო, სადაც ყოველდღიურად უსასყიდლოდ იკვებება 200- მდე ადამიანი.
 

2015 წელს ეკლესიასთან ასევე გაიხსნა სტეფანე აღმსარებლის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო  ცენტრი, სადაც მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის სახელოვნებო და შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება. აღნიშნული კი ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის ბიაიჯის ფინანსური მხარდაჭერით. 2016 წელს ბიაიჯიმ სპონსორობა გაუწია ახალგაზრდა გიტარისტთა კონკურსს,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტეფანე აღმსარებლის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო  ცენტრის, ასევე გიტარის სხვადასხვა სკოლის აღსაზრდელები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები.

2016 წლის აგვისტოში  ბიაიჯიმ მხარდაჭერა გაუწია ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესს, რომელიც ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ორგანიზებით ჩატარდა  თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტში. კონგრესს ესწრებოდნენ დელეგატები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან (4 კონტინენტიდან). 

 

2016 წლის აგვისტოში ბიაიჯიმ ახალციხეში , ორ ცენტრალურ პარკში : შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ და ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში კომპანია „დელტაკომთან“ ერთად WIFI-ს აპარატურის მონტაჟი განახორციელა. ამ პარკებში ერთდროულად 500-მდე აბონენტს შეეძლება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.










სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა