სამეთვალყურეო საბჭო

  ზურაბ დავლიანიძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ დავლიანიძე ბიაიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია მისი დაარსების დღიდან. მას გააჩნია ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო სექტორში. კერძოდ, სხვადასხვა დროს , ზურაბი იკავებდა ფილიალის დირექტორისა და რეგიონალური დირექტორის პოზიციებს ქვეყნის წამყვან საფინანსო ინსტიტუტში.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან   წარმატებით დააფუძნა რამდენიმე ბიზნესი ფინანსების,მშენებლობისა და წარმოების სექტორებში. ის ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხსა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.


თეიმურაზ ჯაში
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
 

თეიმურაზ ჯაში ბიაიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია მისი დაარსების დღიდან. მას გააჩნია 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება საბანკო სფეროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, კორპორატიული ბანკინგისა და საკრედიტო მიმართულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე.

 

ბოლო წლებში დაფუძნებული აქვს მრავალი წარმატებული ბიზნესი ფინანსურ სფეროში.

თეიმურაზს დამთავრებული აქვს აგრარული უნივერსტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.



  გიორგი ახვლედიანი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

გიორგი ახვლედიანი ბიაიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია 2008 წლიდან. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საეთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. შემდგომი წლების მანძილზე დააფუძნა და მართავს არაერთ წარმატებულ კომპანიას.










სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება