CSR პოლიტიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი ცდილობს დააბალანსოს თავისი ეკონომიკური,სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნები და ამის მისღწევად კომპანიაში დანერგილია სოციალური საქმიანობის მართვისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკები.

 

ბიაიჯი, თავისი საქმიანობით, ცდილობს გააუმჯობესოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შეამციროს სიღარიბე, ხელი შეუწყოს დასაქმებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიში კომპანიის ფინანსური მდგრადობა მოიზრება სოციალური საქმიანობის სტრატეგიის ფარგლებში .

ბიაიჯის ორგანიზაციული სისტემა და ოპერაციები თანხვედრაშია კომპანიის სოციალურ მიზნებთან და მოიცავს მენეჯმენტის, მმართველობის , ანგარიშგების, ადამიანური რესურსების მართვის და შიდა კონტროლის ყველა ასპექტს.  სამუშაო პრაქტიკაში დანერგილია გლობალური The Global Social Performance Task Force (SPTF) სტანდარტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა მათ გაუმჯობესებაზე.

 

ამ საკითხების გათვალისწინებით, კომპანიაში დანერგილია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა, რომლის ფარგლებში ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს როგორც არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.

ბიაიჯი ზრუნავს არსებული და პოტენციური კლიენტების - მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსურ განათლებასა და მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. ამ მიზნით ის ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. პროექტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

1.    კლიენტების ბიზნეს საჭიროებებთან და ამოცანებთან შესაბამისობა; 

2.    პროექტის ეფექტურობა და მდგრადობა გრძელვადიან პერიოდში;

3.    მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაცია და ჩართულობა;

4.    პროექტის ბენეფიციარების უკუკავშირი.










სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა