მწვანე პროექტები

უკანასკნელ პერიოდში ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცესები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს  გარემო პირობებზე, სულ უფრო გლობალური და მნიშვნელოვანი გახდა. კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ამოწურვადი რესურსების გამოყენება და სხვა მსგავსი პრობლემები ნებისმიერი კომპანიის ზრუნვის საგანია.
 

ბიაიჯი აცნობიერებს გარემოზე შესაძლო მავნე ზემოქმედების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას და ამ ზემოქმედების შედეგების შემცირების მიზნით შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს შემდეგ პრინციპებს:

 

1. კომპანიის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება

  • ბიაიჯი ცდილობს გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი საქმიანობა ორგანიზაციის შიგნით, რაც გულისხმობს რესურსების (ელექტრო-ენერგიის, წალისა და ქაღალდის) ოპტიმალურ გამოყენებას და ორგანიზაციაში ნარჩენების მართვის პროცედურების დანერგვას.
  • ამ მიზნით 2016 წლიდან ბიაიჯი თანამშრომლობს ნარჩენების გადამუშავების ორგანიზაცია Coop-თან ქაღალდის ნარჩენის გადამუშავების მიზნით.

 

2. კლიენტების შერჩევა გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით; 

ბიაიჯი არ აფინანსებს შემდეგ წარმოებებს:
 

  • მავნე ქიმიური ნივთიერებების წარმოება და ვაჭრობა;
  • მავნე პესტიციდების/ჰერბიციდების ან ოზონის დამშლელი პროდუქტებით ვაჭრობა;
  • თამბაქოს წარმოება;
  • ავტომატური იარაღის (მონადირის იარაღის გარდა) და სამხედრო იარაღის წარმოება და ვაჭრობა, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა;
  • ძლიერი ალკოჰოლური  (15% -ზე მეტი) სასმელების წარმოება.

 

3. სხვა გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელება

სხვა გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელება მოიცავს გარემოზე ზრუნვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, როგორიცაა:

  • გარემოსდაცვითი გამოწვევების და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ ცნობადობის ამაღლება როგორც თანამშრომლებს შორის,ასევე კლიენტებს შორის. განსაკუთრებით , იმ კლიენტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს გარემოს მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას (სასათბურე მეურნეობები).
  • „დედამიწის დღის“, „გარემოსდაცვითი მსოფლიო დღის“, „დედამიწის საათის“ და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით  აქტივობებში ჩართვა მათი ცნობადობის ამაღლების მიზნით. ასევე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ინიცირება თანამშრომლებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის წახალისების გზით. მაგალითად, 2016 წლის 5 ივნისს, გარემოსდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, 2 ცენტრალურ სკვერში გამწვანების აქცია განხორციელდა.









სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება