ბი აი ჯი "ოქროს ბრენდი 2017" ტიტულის მფლობელია

ბიაიჯიმოქროს ბრენდი”- დაჯილდოვებაზე ნომინაციაში - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნომერი ერთი - გაიმარჯვა და „ოქროს ბრენდის“ ტიტული მოიპოვა.

Global Idea- და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოებაოქროს ბრენდიგახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. რჩეული ბრენდების კვლევა ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპზე - ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფებისახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. მათ შეარჩიეს თითოეულ ნომინაციაში რჩეული 2 ბრენდი. მათ ევალებოდათ, რომ შეერჩიათ თითოეულ კატეგორიაში ნომინანტი ბრენდები მათი ცნობადობის, კომპანიის ავტორიტეტის და განსაკუთრებით წარმატებული კრეატიული გადაწყვეტილებების მიხედვით.

მეორე ეტაპზე გამოკითხვა მომხმარებლებში ჩატარდა და ექსპერტების მიერ შერჩეული 2 ბრენდიდან საუკეთესო სწორედ მათ დაასახელეს

რაც შეეხება თავად ჯილდოს, „ოქროს ბრენდისწოდება ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები, Global Idea- წარმომადგენლები განმარტავენ

 

კონკურსში გამარჯვება გამოხატავს არამარტო ბრენდის წარმატებას, არამედ, მათ პროფესიონალურ სტატუსს, ვისი ხელმძღვანელობითაც ბრენდმა მწვავე კონკურენციის პირობებში ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.

დეტალურად

340x280







სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება