ბი აი ჯის მასობრივი სტაჟირების პროგრამა თბილისსა და რეგიონებში


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“ აცხადებს მასშტაბურ ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც თბილისის ფილიალებში (გლდანი, ვარკეთილი, თამარ მეფე), ასევე რუსთავსა და თელავში.

 

სტაჟირების პროგრამის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს ტალანტები საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატები დასაქმდებიან ორგანიზაციის სხვადასხვა ფილიალში.

 

სტაჟირების პროგრამა მოიცავს 2 (ორი) თვიან ანაზღაურებად პერიოდს. ამ დროის განმავლობაში სტაჟიორები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს სხვადასხვა მიმართულებით. გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას და პროდუქტებს. გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს და დააგროვებენ ცოდნას საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით.

 

ძირითადი პირობები:

პოზიციის დასახელებასტაჟიორი

სამუშაო ადგილი: თბილისი / რუსთავი / თელავი

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 200 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) + ბონუსები

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 15 თებერვალი

 

ძირითადი მოვალეობები:

·         ორგანიზაციის პროდუქტების რეკლამირება არსებული სტანდარტების შესაბამისად;

·         პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით. ორგანიზაციის პროდუქტების შეთავაზება და ინფორმაციის მიწოდება;

·         პრომო აქციების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;

·         ორგანიზაციის საკრედიტო პოლიტიკის დაცვა;

·         მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვალოების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო-საფინანსოს ან ეკონომიკის მიმართულებით;

·         სასურველია, საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით მუშაობის მინიმალური გამოცდილება;

·         რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

·         MS Office-ის მომხმარებლის ცოდნა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზეHR@big.com.ge. "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 15 თებერვალი.

 

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

1.       გასაუბრება;

2.       ტესტირება.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-სთვის  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმესა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)- შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.










სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება