ზუგდიდში ბი აი ჯის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა


12
თებერვალს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯის ზუგდიდის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა.

 

ფილიალი საზეიმო ვითარებაში მმართველმა, ვალერი ნადარაიამ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ გახსნა.


 

ბი აი ჯი რეგიონში უკვე მეორე ფილიალით არის წარმოდგენილი, სენაკში და ამჯერად უკვე ზუგდიდში, მომხმარებლებს მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტებით ემსახურება. საქართველოს მაშტაბით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი 11 ფილიალით ოპერირებს, 3 ფილიალი თბილისში და 8 ფილიალი რეგიონების მაშტაბით.

 

ბი აი ჯის მისია მცირე და საშუალო მეწარმეების და აგრო და ფერმერული საწარმოების ხელშეწყობაა. ამი მიზნით ორგანიზაცია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეებს თავაზობს და მომავალშიც გეგმავს გაფართოვებას.

 

ფილიალი მდებარეობს გამსახურდიას ქუჩა 67-ში და მომხმარებელს სტანდარტულ სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-18:00 მოემსახურება.









სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება