სიახლე აგრო ბიზნესის მფლობელებს


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი და შპს. აგროცენტრი ერთობლივი სერვისით მომხმარებლებს საქართველოს მაშტაბით თავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას აგროდანიშნულების პროდუქციაზე შესყიდვა განახორციელონ დისტანციურად, ბი აი ჯის შეღავათიანი აგრო განვადებით.
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი გამოირჩევა შემდეგი განსაკუთრებული უპირატესობებით:
• მსურველებს შეუძლიათ უფასოდ, სახლიდან გაუსვლელად, მიიღონ კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია
• ბი აი ჯის ოფისში მხოლოდ ერთხელ მისვლით გააფორმონ აგროგანვადება
• დაზოგონ დრო და შეძენილი ნივთი მიიღონ სასურველ მისამართზე

თავად პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს შეუძლია სატელეფონო ზარით მიიღოს მისთვის საჭირო კონსულტაცია. ერთობლივი პროექტი ხორციელდება რეგიონებში სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯია წარმოდგენლი. 
საწყის ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ აღნიშნული სერვისთ სარგებლობა და საკმარისია მხოლოდ დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 577600801; 577600820; 593318838, გაიარონ კონსულტაცია და შეარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქცია. ამის შემდეგ მომხმარებელი მიმართავს ჩვენ ნებისმიერ ფილიალს და გაივლის განვადების დამტკიცების მარტივ პროცედურას. დადასტურების შემდეგ შერჩეული პროდუქცია გაიგზავნება მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე. 
განსაკუთრებით საინტერესოა თავად აგროგანვადების პირობები, რომელიც უპროცენტო 6 თვიან განვადებას გულისხმობს და შესაძლებელია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. 2,000 ლარამდე სესხები განიხილება გამარტივებული წესით და გაიცემა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ხოლო მეტი თანხის შემთხვევაში სესხის განხილვა მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 950 950

340x280







სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება