ბი აი ჯი მომავალი თაობის განვითარებისთვის!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი შეუერთდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს, რომლის მიზანია მოამზადოს ახალგაზრდები გლობალურ ეკონომიკაში წარმატებების მისაღწევად. პროექტის პარტნიორია Junior Achievement Georgia, რომელმაც შექმნა ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა.



საქართველოში მოქმედი 40 ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატებული ბიზნესის 160-ზე მეტი წარმომადგენელი უკვე ჩაერთო ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლების პროცესში დაწყებით კლასებში.


ჩვენი ორგანიზაცია მოხარულია აღნიშნული ინიციატივით და აქტიურად მხარს უჭერს პროექტის განხორციელებას. „ბი აი ჯი“-ს თანამშრომლები მოხალისის სტატუსით შეუერთდნენ პროგრამას და საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ატარებენ ბიზნეს უნარ-ჩვევების გაკვეთილებს დაწყებით კლასებში. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯი“, როგორც კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, მომავალშიც გააგრძელებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას.

340x280







სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება