პარტნიორები

ბიაიჯი GLS Alternative Investments - Microfinance Fund - ის პარტნიორია 2016 წლიდან.



 

საინვესტიციო კომპანიის ძირითადი მიზანია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების განვითარების ხელშეწყობა და გაუმჯობესება.

GLS Alternative Investments - Microfinance Fund მხარს უჭერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.

 


ბიაიჯი საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წევრია 2012 წლიდან.

მიკროსაფინანსო ასოციაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში. თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან მცირე ბიზნესისათვის გამოყოფილი კრედიტების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად.ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებით და გაუწევენ მათ დახმარებას. ბიაიჯი აქტიურად მონაწილების ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში.

ბიაიჯი მიკროსაფინანსო ცენტრის წევრია 2014 წლიდან.

ცენტრი 31 ქვეყნის 101 ორგანიზაციას აერთიანებს. ეს ორგანიზაციები ერთად 1 000 000 - ზე მეტ  დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს ემსახურებიან. ცენტრის მიზანია სოციალურად ორიენტირებული და მდგრადი მიკროსაფინანსო სექტორის ჩამოყალიბებით ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, ადამიანური პოტენციალის განვითარებას, ადეკვატური ფინანსური და არაფინანური რესურსების მიკრო მეწარმეებისთვის შეთავაზებას. ბიაიჯი მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში და ცენტრის მეშვეობით  ამყარებს კონტაქტებს სხვადასხვა ქვეყნის მიკროსაფინანსო სფეროს წარმომადგენლებთან.

ბიაიჯი სოციალური საქმიანობის სამუშაო ჯგუფის- წევრია 2014 წლიდან. 

 

 

სოციალური საქმიანობის სამუშაო ჯგუფი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც 3000 მეტი წევრი ჰყავს მსოფლისო მასშტაბით. მისი წევრები არიან ინკლუზიური ფინანსების ყველა სფეროს წარმომადგენლები : მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ასოციაციები, სფეროს მომსახურე კომპანიები, როგორიცაა მობილური ოპერატორები და სხვა კომპანიები თუ კერძო პირები. მას შემუშავებული აქვს სისტემა , რომელსაც კომპანიები იყენებენ საკუთარი სოციალური მიზნების მისაღწევად და სოციალური ეფექტურობის გასაზომად.

 

ბიაიჯი საქართველოს CSR კლუბის წევრია 2016 წლიდან.

კლუბის მიზანია CSR- ის პოპულარიზაცია და ცოდნის ამაღლება საზოგადოებაში და წევრი კომპანიებისათვის სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში დახმარება კონსულტაციების გაწევისა და ძალისხმევის გაერთიანების გზით. ბიაიჯი აქტიურად მონაწილეობს კლუბის საქმიანობაში .

 

ბიაიჯი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ასოცირებული წევრია 2016 წლიდან.

 

ასოციაცია აერთიანებს 1800 -ზე მეტ ფერმერს მთელი საქართველოს მასშტაბით და  აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორთა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და  წარმოადგენს  მძლავრ მაკოორდინირებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა შორის. ბიაიჯი მონაწილეობს ასოციაციის წევრებისათვის განხორციელებულ პროეტქებში.

 

ბიაიჯი საქართველოს Pro bono ქსელის წევრია 2016 წლიდან.
 

ქსელის მიზანია გააერთიანოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ საკუთარი ექპერტიზა გაუზიარონ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე და წაახალისონ თანამშრომლები ამ ინიციატივებში მონაწილეობისათვის. ბიაიჯი მონაწილეობს ქსელის ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაწევასა და ტრენინგების ჩატარებაში სხვადასხვა მიმართულებით : ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის, ფინანსების, მარკეტინგის,ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებებით.

 

ბიაიჯი Coop -ის წევრია 2016 წლიდან. 
 

Coop - არის არამომგებიანი სოციალური საწარმო, რომლის მიზანია შექმნას ნარჩენების გადამუშავების მდგრადი მოდელი და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას. ბიაიჯი მონაწილეობს ქაღალდის ნარჩენის გადამუშავების პროექტში.

 

 

ბიაიჯი ევროპის ფონდთან თანამშრომლობს 2016 წლიდან სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით. ფონდის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დახმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში, როგორიცაა, მაგალითად, თემში ან სამიზნე ჯგუფებში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათ გადასაწყვეტად მოქალაქეების მობილიზება.

 

 










სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა