სოციალური მეწარმეობა

ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის ფონდთან, რომელიც სოციალურ მეწარმეობას მხარდაჭერას უწევს 2009 წლიდან. მან 2016 წელს მოაწყო იდეების კონკურსი სტუდენტებს შორის და გამარჯვებულ გუნდზე გასცა გრანტი. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ კონკურსში მონაწილობა მიიღო როგორც ჟიურის წევრმა და ამასთან ერთად გამარჯვებულ გუნდს დამატებით გაუწია ფინანსური დახმარება. გამარჯვებულმა სტუდენტებმა შექმნეს სოციალური საწარმო  Hand4help, რომელიც აწარმოებს 3D პრინტერზე დაბეჭდილ ხელის პროტეზებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელის მტევანი ამპუტირებული აქვთ. ისინი აწარმოებენ 2 სახის პროტეზს: მექანიკურს და ელექტრონულს. მათი სოციალური მისიაა მექანიკური პროტეზების უფასოდ გადაცემა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
 

გარდა ამისა, ევროპის ფონდმა ევროპის მიკროსაფინანსო დღეს, 2016 წლის 20 ოქტომბერს, ჩვენს თანამშრომლებს ჩაუტარა სემინარი სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით და გააცნო საქართველოში მოღვაწე წარმატებული სოციალური საწარმოები, რომელთაგან ერთ-ერთმა, სტუდია ჰერამ, წარმოგვიდგინა პრეზენტაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ. სემინარის ჩატარების მიზანი იყო ჩვენი თანამშრომლების მხრიდან სოციალური მეწარმეობის არსის უკეთესად გაგება, რადგან მომავალში ვაპირებთ სოციალური საწარმოების ერთობლივად დაფინანსებას.

340x280







სერვის ცენტრები

სერვის ცენტრების რუკა







ონლაინ დახმარება